ფეხბურთი | ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „რიუ ავე“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს #1TVSPORT
ფეხბურთი | ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „რიუ ავე“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში „რიუ ავეს“ ესტუმრა, 4:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ერთი შეხვედრა აშორებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა. რუი ბორხესის გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა, გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

პორტუმ“ პორტუგალიის ჩემპიონობა უკვე გაინაღდა, „სპორტინგი“ (79) მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბენფიკას“ ორი ქულით ასწრებს. ამ უპირატესობის შენარჩუნებით გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.