ფეხბურთი | ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ გასვლით მატჩში ქულები დაკარგა #1TVSPORT

01:11, 03.01.2026

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლიდერთა ოთხეულში მყოფ „ჟილ ვისენტეს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:1.

ანგარიში „სპორტინგმა“ 45-ე წუთზე ლუის სუარესის მიერ გატანილი ბურთით გახსნა. 79-ე წუთზე სტუმრების მცველი გონსალო ინასიო ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. ამით „ჟილ ვისენტემ“ ისარგებლა და 87-ე წუთზე კარლოს ედუარდომ ანგარიში გაათანაბრა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „სპორტინგის“ სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „სპორტინგმა“ 42 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ლიდერ „პორტუსთან“ (46) ჩამორჩენის შემცირების შანსი ვერ გამოიყენა.

მსგავსი