ფეხბურთი | ქოჩორაშვილის „სპორტინგის“ ფრე ტურინის „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე, კვარაცხელიას პსჟ „ბაიერნთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგი“ სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ლისაბონელები მე-12 წუთზე არაუხომ დააწინაურა, ხოლო 34-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსის“ მხრიდან გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ განაცხადში იყო, თუმცა სათამაშო დრო არ მიუღია.
მიუნხენის „ბაიერნთან“ საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“.
„ბაიერნმა“ პირველი ტაიმი ლუის დიასის დუბლით მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ჟოაო ნევეშმა გაიტანა. კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, აქტიური იყო და „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ანალიტიკური ვებგვერდებისგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება, 7.0 ქულა დაიმსახურა.
„სპორტინგს“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, ხოლო „პარი სენ-ჟერმენი“ 9 ქულით მესამეა.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე 36 გუნდი თამაშობს, ხოლო პლეი ოფში ბრძოლას 24 საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს.