ფეხბურთი | პორტუგალიური მედია - გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ იმ შემთხვევაში გადავა, თუ გუნდი ლა ლიგაში დარჩება #1TVSPORT
ფეხბურთი | პორტუგალიური მედია - გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ იმ შემთხვევაში გადავა, თუ გუნდი ლა ლიგაში დარჩება #1TVSPORT

თითქმის გადაწყვეტილია, რომ „სპორტინგი“ გიორგი ქოჩორაშვილს მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით გაუშვებს – ინფორმაციას გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.

„გიორგი ქოჩიორაშვილი „სპორტინგში“ 2025 წელს გადავიდა, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იჯარით გაუშვებენ გუნდში, რომელიც ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს“, – ამტკიცებს „ა ბოლა“.

შესაძლო ვარიანტზე კიდევ ერთი პორტუგალიური გამოცემა – „ლეონინო“ წერს: „ქოჩორაშვილის დაბრუნებით „ლევანტეა“ დაინტერესებული, თუმცა ქართველი ესპანეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ ვალენსიელები ლა ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ“.

ლევანტე“ ლა ლიგაში მე-19 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.