ფეხბურთი | პორტუგალიური გამოცემა – „ლევანტე“ ქოჩორაშვილის დამატებას ცდილობს #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგის „ლევანტე“ „სპორტინგიდან“ გიორგი ქოჩორაშვილის დამატებას ცდილობს – ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა „რეკორდი“ წერს.
„ლისაბონის „სპორტინგის“ ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციის გამო გიორგი ქოჩორაშვილს შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. 26 წლის ნახევარმცველის იჯარით დამატების შესაძლებლობას ესპანური „ლევანტე“ განიხილავს.
ქოჩორაშვილი „სპორტნგში“ გასულ წელს „ლევანტედან“ გადავიდა და მას ვალენსიურ კლუბში კარგად იცნობენ. გუნდი ესპანეთის ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის (სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა) და შემადგენლობის გაძლიერება სურს“, – წერს პორტუგალიური გამოცემა.