ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე – გამარჯვება ჩვენს დნმ-შია #1TVSPORT
ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ, კომენტარი გააკეთეს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა დეზირე დუემ. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებთან შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.
ლუის ენრიკე („პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი): „ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა აჩვენეს, რისი გაკეთება შეუძლიათ. შესაძლოა, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ჯერ არ ვართ, თუმცა ეს მატჩი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გამარჯვება ჩვენს დნმ-შია“.
დეზირე დუე („პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე): „ჩვენი განწყობა ყოველთვის გამარჯვებასა და მაქსიმალურ ბრძოლისუნარიანობას გულისხმობს. ძალიან ბედნიერები ვართ. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ თამაში ადვილი არასდროსაა, მაგრამ დღეს ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ჩვენი მთავარი მიზანი წელსაც ყველა ტიტულის მოგებაა“.