ფეხბურთი | ნარიმანიძე სლოვაკეთში ისევ გამოარჩიეს - ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ ითამაშა #1TVSPORT
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „ეშტრელა“ დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა“ სტუმრად „პოდბრეზოვასთან“ 0:2 დამარცხდა და პირველი ადგილი გურამ კაშიას „სლოვანს“ დაუთმო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და, წაგების მიუხედავად, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება (7.2 ქულა) დაიმსახურა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-16 ტურში იური ტაბატაძის „კადისმა“ გასვლით დაპირისპირებაში „კორდობას“ 2:1 სძლია. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. ამ მოგებით „კადისი“ მე-6 ადგილზე გადავიდა, რაც ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობას აძლევს.