ფეხბურთი | მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პოტენციური მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT
ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და მუნდიალზე გასულმა ნაკრებებმა თავიანთი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.
პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ტურნირზე 48 გუნდი ითმაშებს, ისინი 12 ჯგუფში გადანაწილდნენ, ხოლო თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გავა, ასევე, რვა საუკეთესო მესამეადგილოსანი.
საკუთარ ჯგუფებში პირველი ადგილის დაკავებისა და პლეი ოფის ორი შედარებით იოლი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, შეჯიბრების მეოთხედფინალში ერთმანეთს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები – ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შეხვდებიან, რომლებიც 2026 წელს ბოლო დიდ სანკარებო ტურნირზე ითამაშებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მეოთხედფინალის პოტენციური წყვილები:
საფრანგეთი – ნიდერლანდები
ესპანეთი – ბელგია
ბრაზილია – ინგლისი
პორტუგალია – არგენტინა
მსოფლიო პირველობა ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს მეხიკოში, „აცტეკას სტადიონზე“ გაიხსნება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ფინალი 19 ივლისს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება.