ფეხბურთი | მოლდოვის ჩემპიონი შოთა მახარაძის გაწვრთნილი „პეტროკუბი“ გახდა #1TVSPORT
ფეხბურთი | მოლდოვის ჩემპიონი შოთა მახარაძის გაწვრთნილი „პეტროკუბი“ გახდა #1TVSPORT

მოლდოვის ჩემპიონატის ლიდერმა, შოთა მახარაძის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა“ საკუთარ მოედანზე ბალტის „ოლიმპია“ 3:0 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონობა გაიფორმა.

46 წლის ქართველმა სპეციალისტმა გუნდი 2025 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჰინჩეშტის გუნდი მოლდოვურ ფეხბურთში ტრადიციულ ფავორიტებს – ტირასპოლის „შერიფსა“ და კიშინეუს „ზიმბრუს“ აჯობებდა.

„ოლიმპიასთან“ გამარჯვების შემდეგ „პეტროკუბმა“ საჩემპიონო ჯგუფში 39 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „შერიფისთვის“ (33) და „ზიმბრუსთვის“ (31) მიუწვდომელი გახდა. გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიპოვა,  ევროთასების ახალი სეზონიდან კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.