ფეხბურთი | მადრიდის „რეალი“ ნიდერლანდელ ვუნდერკინდში 45 მილიონს იხდის #1TVSPORT
ფეხბურთი | მადრიდის „რეალი“ ნიდერლანდელ ვუნდერკინდში 45 მილიონს იხდის #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა სკაუტმა, იუნი კალაფატმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა „ალკმაარის“ 19 წლის ნახევარმცველის, კეეს სმიტის მზადყოფნის შესახებ – ზაფხულში გადავიდეს „სამეფო კლუბში“. ეს ინფორმაცია გამოცემა Defensa Central-მა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, გარიგებისთვის „რეალს“ 40-45 მილიონი ევრო დასჭირდება, იმ პირობით, რომ „ალკმაარი“ არ გაზრდის სატრანსფერო თანხას და უარს არ იტყვის ფეხბურთელის გაყიდვაზე.

მიმდინარე სეზონში სმიტმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.