ფეხბურთი | ლუის ენრიკე - წინ 11 უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა „მეცი“ დაამარცხა.
„სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, წინ 11 უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.
მატჩამდე „ლანსის“ შეხვედრის ეპიზოდები განვიხილეთ – მათ კარგი სეზონი აქვთ და მოტივაციას გვაძლევენ. მარტივი შეხვედრები არ გველის და განვითარება უნდა გავაგრძელოთ, რადგან როგორც „ლანსი“, ისე „ლიონი“ კარგ ფორმაში არიან.
დუეს შეცვლის მიზეზი მხოლოდ დაღლილობა იყო, მას დასვენების საშუალება მივეცი, სხვა მიზეზი არ ყოფილა. რაც შეეხება დემბელეს, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, შეძლებს თუ არა „მონაკოსთან“ თამაშს“, – განაცხადა ენრიკემ.
ლიგა 1-ში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 54 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლანსს“ 2 ქულით ასწრებს.