ფეხბურთი | ლუჩანო სპალეტი ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი „იუვენტუსის“ წინადადებას დათანხმდა. იტალიელი სპეციალისტი ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება, – ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„იუვენტუსმა“ თანამდებობიდან ხორვატი იგორ ტუდორი გაათავისუფლა, ხოლო სპალეტიმ საუდის არაბეთის ლიგის სამ კლუბს უთხრა უარი, რადგან მუშაობის ევროპაში გაგრძელება სურს.
მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღეში გაფორმდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში ხელშეკრულება გახანგრძლივდება.
სპალეტის ბოლო სამუშაო ადგილი იტალიის ეროვნული ნაკრები იყო, ხოლო მანამდე „ნაპოლის“ წვრთნიდა, რომელსაც 2023 წელს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.