ფეხბურთი | ოფიციალურად - ტურინის „იუვენტუსმა“ იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსმა“ მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი გაათავისუფლა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ბებერმა ქალბატონმა“ ბოლო რვა შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც კლუბმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
გუნდს დროებით მასიმო ბრამბილა გაუძღვება. ასევე დაწყებულია ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესი. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტუდორის პოტენციურ შემცვლელად ლუჩანო სპალეტის და რაფაელე პალადინოს კანდიდატურები განიხილება. სპალეტი ბოლოს იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, პალადინო კი „ფიორენტინას“ წვრთნიდა და გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ 12 ქულით მერვე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ 6 ქულით ჩამორჩება.