ფეხბურთი | კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 957-ე გოლი გაიტანა - „ალ-ნასრმა“ ქულები პირველად დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის პრო ლიგის გასვლით შეხვედრაში „ალ ნასრი“ „ალ ეტიფაქსს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველად ვერ შეძლო 3 ქულის მოპოვება – მატჩი 2:2 დასრულდა.

ანგარიში 16-ე წუთზე ვაინალდუმმა გახსნა და პირველი ტაიმი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ტემპს მოუმატეს და 47-ე წუთზე ჟოაუ ფელიქსმა ანგარიში გაათანაბრა. 20 წუთში ფელიქსის დარტყმის შემდეგ ბურთი კრიშტიანუ რონალდუს შეეხო, მიმართულება შეიცვალა და გოლი ლეგენდარულ პორტუგალიელს ჩაეთვალა. რონალდუმ კარიერაში 957-ე გოლი გაიტანა.

80-ე წუთზე ვაინალდუმმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ შეხვედრის შემდეგ „ალ ნასრს“ 31 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ალ ტაავონს“ სამი ქულით უსწრებს.

ცოტა ხნის წინ, დუბაიში, Globe Soccer Awards-ის 2025 წლის ღონისძიება გაიმართა, სადაც რონალდუ ახლო აღმოსავლეთის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან აღნიშნა, რომ 1000-გოლიან ნიშნულს აუცილებლად მიაღწევს.