ფეხბურთი | დუბაიში ყოველწლიური Globe Soccer Awards-ი ჩატარდა - მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე აღიარეს #1TVSPORT
დუბაიში Globe Soccer Awards 2025-ის ცერემონია გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო საფეხბურთო ფიგურები გამოავლინეს. ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლებმა შვიდ ნომინაციაში გაიმარჯვეს.
წლის საუკეთესო ფეხბურთელად უსმან დემბელე დასახელდა. „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, რომელმაც გასულ სეზონში გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა, აჯობა კილიან მბაპეს, რაფინიასა და ლამინ იამალს. ქალთა შორის საუკეთესოს წოდება კვლავ აიტანა ბონმატის („ბარსელონა“) ერგო – ის ჯილდოს მფლობელი გასულ წელსაც გახდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. დაჯილდოებაზე მან პირობა დადო, რომ კარიერაში 1000-გოლიან ნიშნულს აუცილებლად მიაღწევს. მას ამჟამად 956 გოლი აქვს გატანილი.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო თავდამსხმელის ნომინაციებში ფინალურ ხუთეულში მოხვდა.
გამარჯვებულთა სრული სია ნომინაციების მიხედვით:
წლის საუკეთესო ფეხბურთელი (კაცი) – უსმან დემბელე (პსჟ)
წლის საუკეთესო ფეხბურთელი (ქალი) – აიტანა ბონმატი („ბარსელონა“)
წლის საუკეთესო კლუბი (კაცთა შორის) – პსჟ
წლის საუკეთესო კლუბი (ქალთა შორის) – „ბარსელონა“
წლის საუკეთესო მწვრთნელი – ლუის ენრიკე (პსჟ)
წლის საუკეთესო თავდამსხმელი – ლამინ იამალი („ბარსელონა“)
წლის საუკეთესო ნახევარმცველი – ვიტინია (პსჟ)
წლის ამომავალი ვარსკვლავი – დეზირე დუე (პსჟ)
ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო მოთამაშე – კრიშტიანუ რონალდუ („ალ-ნასრი“)
დიეგო მარადონას სახელობის ჯილდო – ლამინ იამალი („ბარსელონა“)
წლის საუკეთესო ნაკრები – პორტუგალია
წლის საუკეთესო სპორტული დირექტორი – ლუის კამპოსი (პსჟ)
წლის საუკეთესო პრეზიდენტი – ნასერ ალ-ხელაიფი (პსჟ)
წლის საუკეთესო აგენტი – ჟორჟე მენდეში (პორტუგალია)
წლის დაბრუნება (Comeback) – პოლ პოგბა („მონაკო“)
ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ანდრეს ინიესტა და ჰიდეტოში ნაკატა.