ფეხბურთი | კილიან მბაპე საუდის არაბეთში გაემგზავრება და შესაძლოა, „რეალს“ სუპერთასის ფინალში დაეხმაროს #1TVSPORT
ფეხბურთი | კილიან მბაპე საუდის არაბეთში გაემგზავრება და შესაძლოა, „რეალს“ სუპერთასის ფინალში დაეხმაროს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს განცხადებით, კილიან მბაპეს ესპანეთის სუპერთასის ფინალში თამაშის რეალური შანსი აქვს.

ფრანგმა თავდამსხმელმა მუხლის იოგების დაჭიმულობის გამო გუნდის ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა და „რეალთან“ ერთად საუდის არაბეთშიც არ წასულა. თუმცა, ალონსოს თქმით, მბაპეს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ის უახლოეს საათებში გუნდს შეუერთდება.

„კილიანი ბევრად უკეთ გრძნობს თავს. მისი მდგომარეობა ძალიან კარგია, მალე ჩვენთან ჩამოვა და „ბარსელონასთან“ თამაშიც შეუძლია“, – აღნიშნა ალონსომ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალი“ და „ბარსელონა“ საუდის არაბეთში ზედიზედ მეოთხედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფინალური შეხვედრა 11 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.