„რეალი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავიდა და „ბარსელონას“ შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

01:21, 09.01.2026

ესპანეთის სუპერთასის მეორე ფინალისტი მადრიდის „რეალი“ გახდა. „სამეფო კლუბმა“ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ ნახევარფინალში „ატლეტიკო“ 2:1 დაამარცხა.

„რეალის“ რიგებში საუკეთესო იყო ფედერიკო ვალვერდე, რომელმაც ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი როდრიგოს გაატანინა მეორე გოლი. „ატლეტიკოს“ მხრიდან ერთადერთი გოლი ალექსანდერ სორლოტმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „რეალის“ რიგებში მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია კილიან მბაპეს.

11 იანვარს ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალი“ „ბარსელონას“ შეხვდება, რომელმაც პირველ ნახევარფინალში 5:0 მოუგო „ბილბაოს“.

მსგავსი