ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელია – სეზონის ტიტულით დაწყება ძალიან სასიამოვნოა #1TVSPORT

09:02, 13.08.2026

ხვიჩა კვარაცხელიამ „ასტონ ვილასთან“ ევროპის სუპერთასის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა. ზალცბურგში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ვარსკვლავმა ანგარიში გახსნა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„მართლაც რთული თამაში იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ „ასტონ ვილასთან“ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. ძალიან სასიამოვნოა სეზონის ტიტულით დაწყება. ბოლო ერთ წელში მეექვსე ტიტულის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ლუის ენრიკეს სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარმატების მიღწევა ბევრად მარტივია, რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონი ევროპის სუპერთასის მოგებით ზედიზედ მეორედ დაიწყო და ისტორიაში მხოლოდ მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება მიჯრით შეძლო. 2025 წელს პარიზულმა გუნდმა „ტოტენჰემი“ დაამარცხა.

„პარი სენ-ჟერმენი“ 16 აგვიტოს მორიგი ტიტულის მოპოვებას შეეცდება – ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი