ფეხბურთი | ხოსეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიდან“ შესაძლო წასვლაზე – ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ კითხვა დაუსვეს.
რამდენიმე დღის წინ ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 2026 წლის ზაფხულში გუნდის დატოვებას აპირებს, ხოლო მის შეცვლელად „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ დამრიგებელს, ენცო მარესკას მოიაზრებს.
„ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. აქ სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ, ვერავინ ვერსად იქნება სამუდამოდ – თემა დახურულია“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ხოსეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ავარჯიშებს. გუნდთან ერთად მან 18 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსჯერ ინგლისის პრემიერლიგა და ერთხელ – ჩემპიონთა ლიგა.