ფეხბურთი | ჰარი კეინი - დიდი ალბათობით, „ბაიერნთან“ კონტრაქტს გავახანგრძლივებ #1TVSPORT
„ბაიერნის“ ფორვარდმა, ჰარი კეინმა უპასუხა შეკითხვას მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ.
„ხელშეკრულების გაგრძელება „ბაიერნთან?“ დიახ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. 100 პროცენტით. ეს მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაიმართოს. და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება, თუმცა ახლა კონცენტრირებული ვარ მიმდინარე სეზონზე.
არის კონტრაქტის გაგრძელების დიდი ალბათობა. არ არსებობს ადგილი, სადაც მე უფრო მეტად მინდოდეს ყოფნა, ვიდრე ეს „ბაიერნია““, – მოჰყავს ინგლისელი ფორვარდის სიტყვები ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგს.
მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში 33 გოლი გაიტანა.