ფეხბურთი | ჰარი კეინი „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT
ფეხბურთი | ჰარი კეინი „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი აპირებს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას, – ამის შესახებ X-ის სოციალურ ქსელში წერს გამოცემა Bayern & Germany.

წყაროს ცნობით, ხელშეკრულების გაგრძელების ინიციატორად გამოდის კლუბი. თავად კეინი არ არის ახალი წინადადების წინააღმდეგი და გეგმავს მის მიღებას. აღნიშნავენ, რომ ინგლისელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერი „ბარსელონაში“, რომლის შესახებაც აქტიურად წერდნენ ესპანურ პრესაში, არასოდეს განხილულა მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობასთან.

კეინი აპირებს კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების თაობაზე კლუბთან მოლაპარაკებები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყოს.

ინგლისელის მოქმედი ხელშეკრულება „ბაიერნთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.