ფეხბურთი | გონსალო რამუში „ატლეტიკოს“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა #1TVSPORT
ფეხბურთი | გონსალო რამუში „ატლეტიკოს“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკო“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდით, გონსალო რამუშით ინტერესდება.

ამ მომენტისთვის ესპანური კლუბი კონცენტრირებულია ნახევარმცველის შეძენაზე, მაგრამ ასევე ფიქრობს მომდევნო სეზონისთვის „ცხრიანის“ დამატებაზე, – წერს გაზეთი Marca. ამტკიცებენ, რომ პორტუგალიელი შეიძლება გახდეს „ატლეტიკოს“ ძირითადი სამიზნე ფორვარდის პოზიციაზე.

დიდია იმის ალბათობა, რომ 2026 წლის ზაფხულში „ატლეტიკო“ ანტუან გრიზმანისა და ალექსანდერ სორლოტის გარეშე დარჩეს, და ამ დუეტს შეიძლება დაემატოს ხულიან ალვარესიც, ამიტომაც თავდამსხმელის ტრანსფერი აუცილებელია.

ამ სეზონში რამუშმა ლიგა 1-ში 18 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.