ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილს, „ლევანტეს“ გარდა, „ოსასუნა“ და „კასტელონიც“ იწვევდნენ #1TVSPORT

13:23, 05.02.2026

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით ესპანური კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ქართველი ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ დარჩება.

„ესპანეთის ლა ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი „კასტელონი“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის პირობებით დაინტერესდა, ამავე დროს ქართველი ნახევარმცველის დამატება „ოსასუნას“ იჯარით სურდა, მაგრამ „სპორტინგმა“ ესპანური კლუბები უარით გაისტუმრა და თავად ფეხბურთელმაც პორტუგალიაში დარჩენა გადაწყვიტა“, – წერს ესპანური გამოცემა Orelludet-ი.

ქოჩორაშვილი ​2022-2023 წლების სეზონში „ლევანტემ“ იჯარით „კასტელონში​გაუშვა. სწორედ ამ პერიოდში მიღებული პრაქტიკა დაეხმარა მას, „ლევანტეს“ შემადგენლობაში ადგილი დაემკვიდრებინა.

სპორტინგმა“ გასულ ზაფხულს გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტედან“ 5.5 მილიონი ევროს საფასურად დაიმატა.

მსგავსი