ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილისა და ნოდარ ლომინაძის გუნდებმა წელი გამარჯვებით დაასრულეს #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილისა და ნოდარ ლომინაძის გუნდებმა წელი გამარჯვებით დაასრულეს #1TVSPORT

პორტუგალიის ლიგის მე-16 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ წლის ბოლო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „რიუ ავე“ დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0. გამარჯვება მოიპოვა ნოდარ ლომინაძის „ეშტორილმაც“, რომელმაც „ალვერკას“ 4:1 სძლია.

ქოჩორაშვილი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჩენის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, მატჩში მაღალი შეფასება, 7.0 ქულა მიიღო. ნოდარ ლომინაძე „ეშტორილის“ სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო.

„სპორტინგმა“ ჩემპიონატის პირველი ეტაპი 41 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, „ეშტორილი“ კი 20 ქულით მეცხრე პოზიციაზეა. „სპორტინგი“ 2 იანვარს სტუმრად „ჟილ ვისენტესთან“ ითამაშებს, ხოლო „ეშტორილი“ 3 იანვარს ლისაბონში „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.