ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის შემდეგ „სპორტინგს“ დაუბრუნდა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის შემდეგ „სპორტინგს“ დაუბრუნდა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმასპორტინგში“ ვარჯიში განაახლა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„31 მარტს „სპორტინგმა“ ვარჯიში მთავარი მწვრთნელის, რუი ბორხესისთვის სასიხარულო ამბებით განაახლა – ჯოვანი კენდასთან ერთად, გუნდს ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდა“, – წერია კლუბის პერსსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ქოჩორაშვილმა ბოლო შეხვედრა 5 თებერვალს ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პორტუგალიის თასის მეოთხედფინალში, „ავეშთან“ 2:3 წაგებულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

ამ ტრავმის შემდეგ ქოჩორაშვილი მკურნალობდა და მარტში საქართველოს ნაკრების ორივე თამაში გამოტოვა.