ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილი - ვფიქრობ, რთული პერიოდი ყველა გუნდს აქვს, უბრალოდ ასეთ დროს მუშაობა უნდა გააგრძელო #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების შესახებ კომენტარი „ლივერპულის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
„ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, შესანიშნავად ვითამაშეთ და ახლა გამარჯვებით ვტკბებით. პირველ ტაიმში ერთხელ მომიხდა თამაშში ჩართვა, ხოლო სხვა მხრივ ბევრი საქმე არ მქონია. მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე უმაღლესი დონის მოგერიება ჰქონდა.
ვფიქრობ, რთული პერიოდი ყველა გუნდს აქვს, ჩვენც ეს გამოვიარეთ. უბრალოდ ასეთ დროს მუშაობა უნდა გააგრძელო და იბრძოლო. ასპარეზობა ისე უნდა განვაგრძოთ, როგორც ეს მადრიდის „რეალთან“ გავაკეთეთ“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.
„ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს, მომდევნო მატჩი კი „პსვ ეინდჰოვენთან“ ელის.