ფეხბურთი | ერთ წელში გატანილი გოლების რაოდენობით „პარი სენ-ჟერმენმა“ საკლუბო რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ფეხბურთი | ერთ წელში გატანილი გოლების რაოდენობით „პარი სენ-ჟერმენმა“ საკლუბო რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „მეცს“ უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 სძლია. ამ მატჩი ფრანგულმა კლუბმა რეკორდი დაამყარა.

2025 წელს პსჟ-ს ყველა ტურნირზე ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში უკვე 173 გოლი დაუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. წინა რეკორდი 2017 წელს დაფიქსირდა, როცა პარიზელებმა ერთ კალენდარულ წელში 172 გოლი გაიტანეს – მაშინ გუნდის შეტევაში დი მარია, მბაპე და ნეიმარი თამაშობდნენ.

173-დან 13 გოლი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვარში გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პსჟ-მა 2025 წელს უკვე 5 ტიტული მოიპოვა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში სეზონს 6 თასით დაასრულებს, რაც კლუბისთვის კიდევ ერთი ისტორიული შედეგი იქნება.

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 17 დეკემბერს კატარში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება.