ფეხბურთი | „ბაიერნი“ ლენარტ კარლისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT
ფეხბურთი | „ბაიერნი“ ლენარტ კარლისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს ლენარტ კარლთან.

Sky Sport-ის ინფორმაციით, მოქმედი ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 2029 წლის ზაფხულამდე და ის ძალაში შევა 2026 წლის თებერვლიდან, როცა ფეხბურთელი 18 წლის გახდება. ახალი კონტრაქტის მიხედვით, კარლის ხელფასი 2 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

მაგრამ „ბაიერნს“ სურს ფეხბურთელთან უფრო ხანგრძლივი ვადით ხელშეკრულების გაფორმება და ხელფასის გაზრდა 5-8 მილიონ ევრომდე. თავად კარლი მზად არის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში კარლმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.