ფეხბურთი | აფრიკის თასის ფინალში სენეგალის ნაკრები მაროკოს შეხვდება #1TVSPORT
ფეხბურთი | აფრიკის თასის ფინალში სენეგალის ნაკრები მაროკოს შეხვდება #1TVSPORT

აფრიკის თასის ფინალური წყვილი ცნობილია – ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს სენეგალისა და მასპინძელი მაროკოს ნაკრებები შეხვდებიან.

სენეგალმა სადიო მანეს გოლით 1:0 სძლია ეგვიპტის ეროვნულ გუნდს და კონტინენტის პირველობის ფინალში მეოთხედ ითამაშებს.

რაც შეეხება მაროკოს, მასპინძელმა პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 0:0 დასრულდა) 4:2 დაამარცხა ნიგერიის ნაკრები. მაროკოელთათვის ეს ფინალი ტურნირზე მესამე იქნება. 1976 წელს ჩრდილოეთაფრიკელები ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2004 წელს ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

აფრიკის თასის ფინალური მატჩი 18 იანვარს არის დაგეგმილი. მანამდე შედგება მესამე ადგილისთვის შეხვდრა ნიგერიასა და ეგვიპტეს შორის.