ფედერიკო ვალვერდე ორ კვირას გამოტოვებს #1TVSPORT

19:26, 22.09.2026

მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა გამოაქვეყნა გუნდის კაპიტნის ფედერიკო ვალვერდეს დიაგნოზი.

როგორც „სამეფო კლუბის“ პრესსამსახური იტყობინება, 28 წლის ურუგვაელს მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესი აქვს დაჭიმული.

ვალვერდემ ტრავმა ლა ლიგას მეშვიდე ტურში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში მას კან-ინ ლიმ ფეხი დააბიჯა. კორეელ ნახევარმცველს უხეშობისთვის ყვითელი ბარათიც არ მიუღია. მოგვიანებით, ლა ლიგას მსაჯების ტექნიკურმა კომიტეტმა აღიარა, რომ ლის ამ დარღვევისთვის წითელი ბარათი უნდა მიეღო.

როგორც გაზეთი Marca წერს, ვალვერდეს აღდგენა მინიმუმ ორ კვირას დაიკავებს.

მსგავსი