ფედერერმა კარიერის მთავარი სამიზნე დაასახელა #1TVSPORT
ფედერერმა კარიერის მთავარი სამიზნე დაასახელა #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების ოცგზის გამარჯვებულმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა Tennis World USA-თან ინტერვიუში კარიერის მთავარ სამიზნეზე ისაუბრა.

„მე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს – ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრა და ტურნირზე, რაც შეიძლება უკეთესად გამოსვლა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც რიოში 2016-ში მუხლის ტრავმის გამო ვერ ვიასპარეზე. ტურნირს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდე, ამისთვის მე რამდენიმე თვე მაქვს დარჩენილი“, – განაცხადა ფედერერმა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. 39 წლის როჯერ ფედერერი 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია წყვილთა თანრიგში, 2012 წელს კი ერთეულების ფინალი ითამაშა.