ფატიმ „ბარსაში" 10 გოლისთვის 15 დარტყმა იკმარა
ფატიმ „ბარსაში" 10 გოლისთვის 15 დარტყმა იკმარა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ანსუ ფატიმ დუბლით გამოიჩინა თავი ლა ლიგას მესამე ტურში „ვილიარეალის” (4:0) წინააღმდეგ.

როგორც რადიო Cadena Ser იტყობინება, 17 წლის ფეხბურთელმა „ბარსელონას“ პირველ გუნდში 10 გოლი დააგროვა. ამისთვის მას მხოლოდ 15 ზუსტი დარტყმა დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ფატი „ბარსელონას“ რამდენიმე რეკორდის მფლობელია. მაგალითად, ის არის კატალონური კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც გოლი გაუტანია – ის 16 წლისა და 304 დღის იყო, როცა გასულ სეზონში „ოსასუნას“ კარი აიღო.