ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში ბრალდებულის, თემურ ირემაძის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით დაკავებული თემურ ირემაძის ადვოკატმა, დავით გირგვლიანმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
დავით გირგვლიანი 17-დან სამ დაკავებულს იცავს. მისი დაცვის ქვეშ მყოფებიდან ორს გირაო შეეფარდა, ხოლო თემურ ირემაძეს, რომელსაც ჩანაწერის გავრცელება ედება ბრალად, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არ არის კანონიერი და გირაოს შეფარდებისთვის საკმარისი საფუძველი ამ პირთან დაკავშირებითაც არსებობდა.
სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ან ბრალდებულების პოზიციებზე ადვოკატი ვერ საუბრობს და ამბობს, რომ საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
„სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა და ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ გამოიყენა პატიმრობა. არ არსებობდა არც ფორმალური და არც მატერიალური საფუძვლები, რომ პატიმრობა გამოყენებულიყო. ვითხოვდით ნაკლებად მკაცრ ღონისძიებას, ანუ გირაოს“,-აცხადებს დავით გირგვლიანი.