ფაჩულიას ექვსიანები - დეტროიტი ინდიანაში შერცხვა [ვიდეო]
ფაჩულიას ექვსიანები - დეტროიტი ინდიანაში შერცხვა [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში, გამანადგურებელი მარცხი განიცადა დეტროიტმა. „პისტონსი“ ინდაიანასთან, 37 ქულის სხვაობით დამარცხდა. ზაზა ფაჩულიამ მატჩი, 6 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა. სტუმართა არცერთ ლიდერს თამაში არ წაუვიდა. ინდიანელებმა, მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს. მესამე მეოთხედის შუიდან მოყოლებული, შეხვედრას არანაერი ინტრიგა აღარ ჰქონია. საბოლოოდ „პეისერსმა“ 125:88 გაიმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში, საუკეთესო სამეულში რჩება. რაც შეეხება დეტროიტს, დუეინ კეისის გუნდი, ჯერჯერობით საპლეიოფო ზონაში ინარჩუნებს ადგილს.

ენტონი დევსისის 48 ქულა და 17 მოხსნა, დალას „მავერიქსთან“ მოგებულ შეხვედრაში. ნიუ ორლეან „პელიკანსის“ ლიდერმა, საკუთარ გუნდს, უაღრესად დაძაბული თამაში მოაგებინა. მასპინძლებმა, 114:112 მოიგეს. დალასელთა შორის, კვლავ ლუკა დონჩიჩი იყო საუკეთესო. სლოვენიელმა კალათბურთელმა, ამჯერად 34 ქულა მოაგროვა. ორივე ეს გუნდი, დასავლეთში, პლეი-ოფის ზონის მიღმა იმყოფება.

ლოს ანჯელესური დერბი, ამჯერად „კლიპერსის“ გამარჯვებით დასრულდა. დოკ როვერსის გუნდმა, ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოთამაშე, „ლეიკერსი“ 118:107 დაამარცხა. შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა, ლუ უილიამსს. კლიპერსის უკანახაზელმა, 34 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა. ორივე კალიფორნიული კლუბი, დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო რვაში იმყოფება. კონფერენციას, დენვერ „ნაგეტსი“ ლიდერობს. კოლროადოელებმა, დღეს სან ანტონიო „სფერსი“ 102:99 დაამარცხეს.