ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიკო უილიამსის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ლუის დიასი იქნება #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიკო უილიამსის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ლუის დიასი იქნება #1TVSPORT

ნიკო უილიამსის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, „ბარსელონა“ მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად „ლივერპულის“ კოლუმბიელი შემტევის, ლუის დიასის შეძენას აპირებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც სატრანსფერო საკითხების ექსპერტი იუწყება, კოლუმბიელი შემტევის შესახებ „ბარსელონა“ მოლაპარაკებას უახლოესი დღეების განმავლობაში დაიწყებს.

თუმცა, სპორტული მედიის მიხედვით, ესპანურ კლუბს შეთანხმების მიღწევა უნდა გაუჭირდეს, რადგან „ლივერპულისთვის“ დიასის გასხვისების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ლუის დიასი „ლივერპულის“ წევრი 2022 წელს გახდა. მის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა „პორტუს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადა.