ოფიციალურად – ნიკო უილიამსმა „ბილბაოსთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

13:53, 04.07.2025

„ბილბაომ“ ესპანეთის ნაკრების გარემარბთან, ნიკო უილიამსთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ახალი ხელშეკრულება 2035 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო გამოსასყიდი თანხა წინანდელთან შედარებით 50 პროცენტით გაიზარდა.

ნიკო უილიამსი ამ ზაფხულს „ბარსელონას“ სატრანსფერო პრიორიტეტი იყო.

„როცა საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, ასეთ დროს გულით ვხელმძღვანელობ. მე იქ ვარ, სადაც მინდა, ვიყო, ეს ჩემი სახლია“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

მსგავსი