ფაბრიციო რომანო - კევინ დე ბრუინი „ნაპოლიში“ გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი უახლოეს ხანში „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდება, – დაწერა სოციალურ ქსელში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
წყაროს ცნობით, 33 წლის ბელგიელმა, რომელიც მალე თავისუფალი აგენტი გახდება, თანხმობა განაცხადა იტალიურ კლუბში გადასვლაზე. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს ნეაპოლურ კლუბთან.
დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შესახებ აპრილის დასაწყისში გამოაცხადა. მან ინგლისურ კლუბში 422 მატჩი ჩაატარა, 108 გოლი გაიტანა და 177 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.