ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 27-30 სექტემბერს გაიმართება. საშემოდგომო სესიის პროგრამის მთავარი პუნქტები ეხება კლიმატური ცვლილებების, ასევე გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხებს.

დისკუსიები გაიმართება ავღანეთში არსებულ ვითარებაზე, ბელარუსიდან მიგრაციული ზემოქმედების ზრდაზე ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საზღვრებზე, ასევე კიბერდანაშაულის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის ოქმის ახალ პროექტზე.

გარდა ამისა, ასამბლეის სამდივნომ მიიღო ორი მოთხოვნა დებატების შესახებ ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესახებ, ასევე, ყირიმის ძირძველი ხალხების პოლიტიკური დევნის შესახებ რუსეთის მიერ.

ამასთან, პირველ დღეს დეპუტატები განიხილავენ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებს, ხოლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა გამოაცხადებს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატს.

კვირის განმავლობაში, სხვა თემებთან ერთად, განხილული იქნება სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ევროპაში, ასამბლეის გენდერული შემადგენლობა და ე.წ. ღირსების დანაშაულებთან ბრძოლა.