ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა
ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა

ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა.

„სვიფტის“ (SWIFT) საფინანსო სისტემიდან ითიშება შემდეგი ბანკები: „ნოვინკომბანკი“, „რასია ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „ბანკ ოტკრიტიე“, „პრომსვიაზბანკი“, „სოვკომბანკი“ და „ვნეშეკონომბანკი“.

ეს აკრძალვა სანქციის ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა ძალაში და ასევე შეეხება ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომლის საკუთრების უფლების 50 პროცენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ ზემოაღნიშნული ნებისმიერი ბანკი ფლობს.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია ნებისმიერი სახის რუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ. ასევე, რუსეთის ცენტრალური ბანკისა და რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი „რაშია თუდეის„“ და „სპუტნიკის“ წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ.