ევროპული ფეხბურთის ხუთი გრანდი 17 წლის ავსტრიელის ტრანსფერისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ევროპული ფეხბურთის ხუთი გრანდი 17 წლის ავსტრიელის ტრანსფერისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

„ბარსელონა“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და „დორტმუნდი“ 17 წლის ავსტრიელი ფეხბურთელის, იუსუფ დემირის გუნდში გადმოყვანას შეეცდება, – იუწყება ESPN. 

აღნიშნავენ, რომ თვითონ ახალგაზრდა ფეხბურთელს „ბარსელონაში“ თამაში სურს.

თურქული წარმოშობის ავსტრიელი 2019 წლიდან „რაპიდის“ შემადგენლობაში ირიცხება. მიმდინარე სეზონში დემირმა ავსტრიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი