ევროპის ტოპ-5 ლიგის ნაცვლად, არაბეთში - კვირკველიას აგენტის მტკიცებით, გაერთიანებულ საემიროებში კონტრაქტი რეალურია #1TVSPORT
ევროპის ტოპ-5 ლიგის ნაცვლად, არაბეთში - კვირკველიას აგენტის მტკიცებით, გაერთიანებულ საემიროებში კონტრაქტი რეალურია #1TVSPORT

საუკეთესო ასაკში მყოფი, საქართველოს ნაკრების ოდესღაც შეუცვლელ ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბში ჩაირიცხოს, – ამის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერმა განაცხადა.

საქართველოს ნაკრების მცველის მენეჯერი ივან კარპია და მისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 29 წლის საბა კვირკველია თამაშს არაბეთში აპირებს.

„ჩვენ ახლოს ვართ არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ ამავდროულად, ყველა წინადადებას განვიხილავთ, რომელიც მოდის“, – განაცხადა კარპმა Metaratings.ru-სთან. არადა, ივნისის ბოლოს კვირკველიამ რუსულ მედიაში განაცხადა, რომ ევროპაში ითამაშებდა და მისი ახალი კლუბი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან იქნებოდა, მაგრამ ახლა ლაპარაკი სულ სხვა დონის ჩემპიონატზეა

მოსკოვის კლუბში საბამ 108 მატჩი გაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2020/21 წლების სეზონში საბამ იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშა, რომლის ფორმითაც 19 მატჩი ჩაატარა. ზაფხულში კვერკველიას კონტრაქტი დაუსრულდა მოსკოვის „ლოკომოტივთან“, სადაც 2017 წლის ზაფხულში ყაზანის „რუბინიდან“ გადავიდა.

29 წლის ქართველი მცველი თავისუფალი აგენტი გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კლუბის არჩევანში გასაქანი ექნებოდა. თუმცა, როგორც მისი მენეჯერის კომენტარიდან ჩანს, ასე არ არის.