კვირკველიამ ახალ კლუბზე დამაიმედებელი განცხადება გააკეთა - კონკრეტული წინადადებაა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის გუნდიდან #1TVSPORT
კვირკველიამ ახალ კლუბზე დამაიმედებელი განცხადება გააკეთა - კონკრეტული წინადადებაა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის გუნდიდან #1TVSPORT

29 წლის ქართველმა მცველმა, საბა კვირკველიამ, რომელსაც მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და კლუბი დატოვა, კომენტარი გააკეთა:

„მოსკოვის „ლოკომოტივში“ იური სიომინის გულისთვის მოვედი. პალიჩი წავიდა და მეც წამოვედი. არაფერს ვნანობ. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი ამოცანა იყო – მოგვეგო რუსეთის ჩემპიონატის ოქროს მედალი და მოვიგეთ. მადლობას ვუხდი „ლოკომოტივს“, თითოეულ მის გულშემატკივარს, ყველა ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც მოედანზე გავდიოდი. ყველას მადლობას ვუხდი ვინც იყო, ასე ვთქვათ, ქვედა ფენებში. და რაც ზემოთ ხდებოდა, და რაც მერე ზედა ფენებში მოხდა, ეს ბიზნესი იყო“, – განაცხადა კვირკველიამ.

საქართველოს ნაკრების მცველმა თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ითამაშებს.

„რის გამოც „ლოკომოტივში“ ჩამოვედი, ყველაფერს მივაღწიე. მე ჩემი რუსეთში უკვე ვითამაშე, მოვიგე და გამოვიმუშავე. ეს საკმარისია. ახლა უკვე დროა, ევროპაში წავიდე და თავი რომელიმე ევროპული ქვეყნის ჩემპიონატში გამოვცადო. რა თქმა უნდა, ჩემი მომავლის შესახებ კონკრეტული წინადადებები არსებობს და ამას მალე ნახავთ. ეს იქნება კლუბი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან“, – ამბობს კვერკველია R-Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვა, რადგან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და დარჩენა აღარ სურდა. 29 წლის ქართველი მცველი თავისუფალი აგენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის არჩევანში ბევრად უფრო მეტი გასაქანი ექნება.