ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 250 მილიონი ევრო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდება
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 250 მილიონი ევრო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდება

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოს 250 მილიონი ევრო სესხის სახით ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ფარგლებში განლაგებული გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და უსაფრთხოებისთვის გამოუყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ვაზილ ჰუდაკის მიერ ერთობლივი განცხადებების დროს აღინიშნა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს მოეწერა.

ხელშეკრულების თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლების ფართომასშტაბიან პროგრამას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილზე ძირითად სამუშაოებს მოიცავს. 100 კმ საგზაო მონაკვეთების მშენებლობაზე სავარაუდოდ წელიწადში დაახლოებით 23 000 ადამიანი დასაქმდება.