ევროპის ჩემპიონატის წინ ძიუდოისტთა ნაკრებში ცვლილება განხორციელდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის წინ ძიუდოისტთა ნაკრებში ცვლილება განხორციელდა #1TVSPORT

ძიუდოში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი 81 კგ-ის გარდა ყველა წონაში ეყოლება, თუმცა წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა: 100+ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილის ნაცვლად ლევან მატიაშვილი იასპარეზებს.

გელას არყოფნის მიზეზი კორონავირუსია. შეგახსენებთ, რომ აბსოლუტურ წინაში კიდევ ერთი ქართველი, მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრების შემედგენლობა:

ვაჟები: თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ.), გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე – მძიმე).
ქალები: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (მძიმე).

ევროპის ჩემპიონატი 16-18 აპრილს გაიმართება.