ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში სტარტს ხვალ, ლისაბონში აიღებს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში სტარტს ხვალ, ლისაბონში აიღებს #1TVSPORT

16-18 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 362 სპორტსმენი იასპარეზებს. კონტინენტის პირველობზე ორი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი პირველ ნომრებად არიან განთესილები.

ევროპის ჩემპიონატიდან ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა წარმოგიდგენთ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ – თემურ ნოზაძე

-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი

-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი

-90კგ – ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე

+100კგ – გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი

-52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი

-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი

-70კგ – მარიამ ჭანტურია

+78კგ – სოფიო სომხიშვილი

 

16 აპრილი – ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.

17 აპრილი – ქალები: -63კგ, -70კგ, კაცები: -73კგ, -81კგ.

18 აპრილი – ქალები: -78კგ, +78კგ, კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.