ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რევაზ დავითაძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რევაზ დავითაძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე და ირაკლი გობეჯიშვილი ასპარეზობენ.

დავითაძემ ატაცში 167/171/174 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირაკლი გობეჯიშვილმა კი ატაცში თავი 161/166 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა.

ამ წუთებში შეჯიბრება აკვრაში მიმდინარეობს. ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის პირდაირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.

ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის ნათია გადელიამ (81 კგ) იასპარეზა, რომელმაც ატაცში – მეცხრე, აკვრაში – მეექვსე, ორჭიდის ჯამში კი მერვე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.