ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | გურამ გიორბელიძემ ატაცში გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ გიორბელიძე (67) ასპარეზობს – ქართველმა ძალოსანმა ატაცში ერთი ცდა გამოიყენა, 127 კილოგრამი დაძლია და მეოთხე ადგილი დაიკავა.
რამდენიმე წუთში შეჯიბრება აკვრაში დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 14 აპრილს ხუთი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაო რამინ შამილიშვილის ანგარიშზეა, ხოლო ერთ ბრინჯაოსა და ორ ვერცხლის მედალს გოდერძი ბერდელიძე დაეუფლა.