ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | გოდერძი ბერდელიძემ აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) სამი მედალი მოიპოვა – მან ატაცში 123 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო აკვრაში სამივე ცდა გამოიყენა (146/151/153) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ბერდელიძემ, ასევე, ორჭიდის ჯამშიც ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ორი დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ნაგარიშზე ხუთი მედალია – დღეს რამინ შამილიშვილმა (55 კგ) ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აკვრასა და ორჭიდში.