ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში - პირველ დღეს ასპარეზობაში ხუთი ქართველი ჩაერთო
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში - პირველ დღეს ასპარეზობაში ხუთი ქართველი ჩაერთო

ოთარ გოგავა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი, ჯაბა ყველაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ასპარეზობენ.

ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) სომეხი ვალოდია ფრანგულიანი 3-0 დაამარცხა და მეოთხედფინალში უმთავრეს კონკურენტ რუსების დაღესტნელ ფალავან ილიას ბეკბულატოვს შეხვდა. სამწუხაროდ ხინჩეგაშვილმა მეოთხედფინალური მატჩი დათმო, თუმცა მეტოქის ფინალში გასვლის შემთხვევაში ის ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტურნირის ნახევარფინალში გავიდა ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), რომელმაც სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ოსი ფალავანი თაიმურაზ სალკაზანოვი 6-2 დაამარცხა და შემდეგ დაპირისპირებაში რუსეთის წარმომადგენელ დაღესტნელ მაგომედ კურბანალიევს შეხვდება.

მეოთხედფინალში დამარცხდა ოდიკაძეც (97 კგ.). ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მსგავსად ელიზბარ ოდიკაძესაც აქვს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი.

ოთარ გოგავამ (57 კგ.) ფრანგ ელ ქუარაქთან ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა. ჯაბა ყველაშვილი (79 კგ.) კი მერვედფინალში ბელარუს ალი შაბანოვთან დამარცხდა (0-6).

ნახევარფინალური ბლოკი 18:15 საათიდან განახლდება.