ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან, მიწისძვრით დაზარალებულ კოლუმბიას დახმარება გაუწიონ

02:16, 11.08.2026

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა უკვე დაიწყო კოლუმბიაში სამაშველო ოპერაციის მხარდაჭერა საკუთარი თანამგზავრული სერვისით.

„ჩოკოს რეგიონში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ დღეს საღამოს ევროპის გული კოლუმბიის ხალხთანაა. ჩვენ უკვე გავამზადეთ „კოპერნიკი“, ჩვენი თანამგზავრული სერვისი, სამაშველო ოპერაციების დასახმარებლად. და მზად ვართ, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ მათ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

კოლუმბიას დახმარებას ჰპირდებიან სხვა ევროპელი ლიდერებიც. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ამ განსაცდელში კოლუმბიას შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი „სიყვარულსა და სოლიდარობას“ გამოთქვამს კოლუმბიელი ხალხის მიმართ და აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა კოლუმბიის გვერდით დგას ამ რთულ დროს.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ამბობს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს და დაზარალებულ ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს.

მსგავსი